ჩვენი სერვისები




ტრენინგი – ხარისხიანი თივის დამზადება


ტრენინგი – ხარისხიანი თივის დამზადება

 რომ აწარმოოთ მეტი მოცულობის ხარისხიანი რძე ზამთრის პერიოდში, ერთ–ერთი ყველაზე მარტივი გზა კარგი ხარისხის თივის დამზადებაა. ჩვენს რეგიონში არსებული კლიმატური პირობების, ცოდნის და რესურსების სიმწირის გამო, ხშირად თივის დამზადებას არასწორ დროს ვახდენთ, რის გამოც ვიღებთ უხარისხო თივას.  გარდა ამისა, არასწორი დასაწყობება და შენახვაც დიდი უარყოფით ზეგავლენას ახდენს თივის ხარისხზე.

 

რაზე ვისაუბრებთ ტრენინგზე:

· რა პერიოდში უნდა მოხდეს თიბვა, თივის შრობა, შეგროვება და შენახვა;

· რა გავლენას ახდენს პირუტყვის პროდუქტიულობაზე და ჯანმრთელობაზე ხარისხიანი თივა;

· რატომ არის აუცილებელი პირუტყვის კვების რაციონში ხარისხიანი თივის არსებობა;

· როგორ და რა სახით შეიძლება თივის შენახვა და რა მნიშვნელობა აქვს თითოეულს.

 





სხვა სერვისები