ჩვენი სერვისები




ვეტერინარული პაკეტი


ვეტერინარული პაკეტი

არსებული მდგომარეობა:

     ჩვენს რეგიონში და მთლიანდ ქვეყანაში კვალიფიციური ვეტერინარების დეფიციტია. ამის გამო ფერმერებს თავად უწევთ პირუტყვის სხვადასხვა დაავადებებზე დამუშავება, რაც ხშირ შემთხვევაში ყველა საჭირო ნორმის დარღვევით მიმდინარეობს.

სერვისის მიზანი:   

ამიტომ ფერმერების თხოვნით 2018 წლიდან ვეტერინარული ღონისძიებების პაკეტი შევიმუშავეთ. აქ ძირითადად ისეთი დაავადებებისგან თავდაცვის პრევენციული ღონისძიებები შედის, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, ესენია: ემკარი (ჭრიჭინა), პასტერელოზი (ბოღმა), კანის ბორა,  ფასცილიოზი (ჭია), დიქტიოკაულიოზი (ჭია), ექტო პარაზიტები (ტილი), პიროპლაზმოზი (ტკიპა),  ასევე ფერმერს დამატებით შეუძლია აირჩიოს სადგომის დეზინფექცია, ბრუცელოზზე კვლევა და  ვიტამინების – A, D3, E ინექცია.

     გარდა ამისა სერვისის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ვეტერინარის უფასო კონსულტაციით.

 

 





სხვა სერვისები