ჩვენი სერვისები




რძის უვნებლობა


რძის უვნებლობა

არსებული მდგომარეობა:

     უამრავი მიზეზი არსებობს, რამაც შეიძლება რძის ხარისხზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ჩვენი კვლევებით დადგინდა, რომ სამცხე–ჯავახეთში უმეტესად პირუტყვი არაჯანსაღია და რძის წარმოება ჰიგიენური ნორმების დარღვევით ხდება. ასეთი რძის გამოყენება კი სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას.

 

სერვისის მიზანი:

     ჩვენი სერვისის ფარგლებში მიიღებთ რჩევებს წველის ჰიგიენაზე, ცურის დეზინფიცირებაზე, რძის შენახვა-გადამუშავებასა და ყველა იმ საჭირო ქმედებებზე, რაც სუფთა უვნებელი რძის მიღებისთვის არის აუცილებელი. სერვისი ასევე გთავაზობთ ადგილზე რძის შემადგენლობის შესწავლას და პირუტყვის მასტიტზე გამოკვლევას.

 





სხვა სერვისები