ჩვენი სერვისები




მეურნეობის ეკონომიკური ანალიზი


მეურნეობის ეკონომიკური ანალიზი

არსებული მდგომარეობა:

     მცირე მეცხოველე ფერმერების უმეტესობა წლის განმავლობაში, წარმოებული რძსი ოდენობას არ აღრიცხავს, მათთვის რთულია შემოსავლების, ხარჯების და შესაბამისად მოგების გაანგარიშებაც.  ფიქრობენ,  რომ მეცხოველეობა წამგებიანია, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ მისდევენ ამ საქმეს.

 

სერვისის მიზანი:

      სინამდვილეში სწორად დაგეგმის მეცხოველეობას დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. აღნიშნული სერვისის მიზანია  გავუადვილოთ ფერმერებს აღწერონ, წლის განმავლობაში მათ მეურნეობაში წარმოებული რძის ოდენობა და სეზონურობა, ასევე დაითვალონ პირუტყვის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამის საშუალებით მეურნეობის მომგებიანობას განვსაზღვრავთ, დავადგინთ პირუტყვის წველადობას, გამოვავალენთ წინა წელს დაშვებულ შეცდომებს და მოვახდენთ მომავალი წლის სწორ დაგეგმარებას.

     სერვისში ჩართული ფერმერები ადარებენ მონაცემებს, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და იღებენ რჩევებს მომავალ საქმიანობებზე.

 





სხვა სერვისები