პირუტყვისთვის როგორი საკვებიც არუნდა გვქონდეს, ბუნებრივ ბალახს ვერაფერი შეედრება. თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ მინდორს მოვლა და გაუმჯობესება სჭირდება. სხვა შემთხვევაში იქ წარმოებული ბალახი დროთა განმავლობაში შეიძლება პირუტყვის საკვებად სრულიად უვარგისი გახდეს.
რაზე ვისაუბრებთ ტრენინგზე:
· რას მოგვცემს ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების გაუმჯობესება რძის წარმოებაში;
· რა იწვევს ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების გადაგვარებას;
· როგორ გავაუმჯობესოთ ბუნებრივი სათიბები და საძოვრები.