არსებული მდგომარეობა:
მასტიტი სარძევე ჯირკვლების ანთებაა, რომლის შედეგად რძის წარმომქმნელი ქსოვილები ზიანდება. რაც იწვევს რძის ხარისხის გაუარესებასა და რაოდენობის შემცირებას. რეგიონში ძალიან ბევრი მასტიტით დაავადებული ფურია, ამის შესახებ ფერმერების ინფორმირებულობა კი მწირია.
ჩვენი ორგანიზაციის მიზანი ფერმერების ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენი სერვისის საშუალებით კი ვეტერინარი ადგილზე ამოწმებს, რა სირთულის მასტიტია და უნიშნავს შესაბამის მკურნალობას. მასტიტის დროულად გამოვლენის შემთხვევაში, ის სრულად იკურნება!