პროექტი „კავკასიური რძე“



კომპანიის შესახებ


                                              

 

ქართულ–ფრანგული ერთობლივი პროგრამა

 

  საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და მათ შორის რძის პროდუქტები სრულად ვერ უზრუნველყოფს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ქვეყანაში რძის პროდუქტების 60%–ზე მეტი სხვა ქვეყნებიდან შემოდის.

     თუმცა ისეთ აგრარულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა რძის წარმოების უზარმზარი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით კი სამცხე-ჯავახეთს რადგან ქვეყანაში  არსებული 61000 მსხვილფეხა პირუტყვიდან, 11% ამ რეგიონშია, მაშინ რატომ ვერ ვაწარმოებთ ქვეყნისთვის საკმარის რაოდენობისა და ხარისხის რძეს?

     მიზეზი არასაკმარის ცოდნასა და მიდგომებშია – ჩვენი ქვეყანა საბჭოთა მემკვიდრეობის და ბევრი სხვა მიზეზის გამო რამოდენიმე ათეული წლით ჩამორჩება ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, სადაც რძის სექტორი მუდმივად ვითარდება. სწორედ ამიტომ 2011 წელს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისი“  GBDC, და ფრანგ ფერმერთა ასოციაცია FERT-ის მიერ ხორციელდება, ქართულ-ფრანგული ერთობლივი პროგრამა, რომლის მიზანია, როგორც ინდივიდუალური ფერმერული მეურნეობების, ასევე ფერმერთა გაერთიანებების განვითარების ხელშეწყობა.

 

პროექტის ფარგლებში, 2015 წელს განვითარებაზე ორიენტირებულმა ფერმერთა ჯგუფმა, სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ერთობა“ ჩამოაყალიბეს, მიზნად კი რეგიონში მერძევეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა და  აგროპოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება დაისახეს.

ყოველივე ამის მიღწევა კი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი:

Þ ფერმერებს შორის მჭიდრო კავშირი და გამოცდილების გაზიარება;

Þ საჭირო სერვისების შექმნა მათზე ხელმისაწვდომობის მიზნით;

Þ სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

Þ თემატური ჯგუფების შექმნა: ერთობლივი შესყიდვების, ფინანსების დაზოგვისა და საერთო პრობლემების გადაჭრის მიზნით;

Þ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მეურნეობებში და შედეგების კოლეგებისთვის გაზიარება.

 

სამომავლოდ ერთობა“ იქნება რძის სექტორში ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც ერთის მხრივ სახელმწიფოს/სხვა სექტორებსა და ფერმერებს შორის იქნება შუამავალი რგოლი და მეორეს მხრივ განახორციელებს ფერმერთა ადვოკატირებას სხვადასხა დონეზე.

ამ საერთო მიზნის მიღწევაში ასოციაციაში გაწევრიანებულ  ფერმერებს, GBDC-Fert-ის ტექნიკური გუნდი ეხმარება.

აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, ფერმერთა ასოციაციის და GBDC-Fert-ის ტექნიკური ჯგუფის მიერ შემუშავდა ფერმერების საჭიროებებზე მორგებული სერვისები, რომლის მიზანია ფერმერთა ცნობიერების ამაღლება და დარგის განვითარების ხელშეწყობა.