სიახლეები




ფერმერთა ფორუმი


ფერმერთა ფორუმი

2024 წლის 30 იანვარს ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია "ერთობას" მიერ ორგანიზებული "ფერმერთა ფორუმი". შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი რეგიონის სოფლის მეურნეობის 3 წამყვანი დარგის ფერმერები:
მეცხოველეობის;
მეფუტკრეობის;
მეკარტოფილეობის.
 
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო 2023 სამეურნეო წლის შეჯამება, „ერთობას“ მიერ GBDC-ის ტექნიკური ჯგუფის თანადგომით განხორციელებული აქტივობების წარდგენა, 2024 წლის დაგეგმარება, "ერთობას" გამგეობის ახალი წევრების არჩევა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობა.