ადიგენის რაიონის სოფელ დერცელში უკვე რამდენიმე ათერული წელია მთაში საზაფხულო საძოვრებზე წასვლის წინ ფერმერები პირუტვს ალამაზებენ სხვადასხვა მოსართავებითა და საღებავებით. ეს მათთვის სიხარულთან და ტრადიციულ ზეიმთან ასოცირდება. პროექტ "კავკასიური რძეს" ფარგლებში ფერმერთა ასოციაცია "ერთობა" და GBDC- "კავკასია ახალციხის ოფისის" ტექნიკური ჯგუფი თანადგომას უწევს ფერმერებს, რათა შეინარჩუნონ ეს ლამაზი ტრადიცია და მოტივაციის ასამაღლებლად ჩატარდა კონკურსი, სადაც გამოვლინდა ყველაზე კარგად მოვლილი და მორთული პირუტყვი, ფერმერებს კი გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები ასოციაციისგან.