19-23 ოქტომბერს GBDC-ის ტექნიკურმა ჯგუფმა და ფერმერთა ასოციაცია "ერთობამ" უმასპინძლა Fert-ის წარმომადგენელისა და ფრანგი ტექნიკოსებს. ვიზიტის დროს მოხდა სხვადასხვა აქტივობების განხორციელება:
– GBDC-ის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული საქმიანობების გაცნობა და სამომავლო გეგმების დასახვა;
– ვიზიტი სოფელ ჭობარეთში. ტენილი ყველის წარმოების პროცესზე დასწრება და ადგილწარმოშობის საკითხზე მუშაობა;
– ვიზიტი სოფელ დერცელის კოოპერატივში. რძის წარმოების მთლიან ჯაჭვზე დაკვირვება;
– ვიზიტი საოჯახო მეურნეობებში, განსხვავებული ტიპის ყველის მწარმოებლებთან / ფრანგი ტექნიკოსის მიერ რეკომენდაციების მიცემა ყველის მწარმოებელ ფერმერებს;
– "პურის ფესტივალი"/ ვიზიტის შეჯამება.
ვიზიტი საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო ფერმერებისთვის და GBDC-ის ტექნიკური ჯგუფისთვის.