"ერთობას" წევრ ფერმერებთან ორ სოფელში (რუსთავი, ხაკი) საექსპერიმენტოდ დათესილი 5 სახეობის სიმინდისგან დამზადდა პირუტყვის წვნიაინი საკვები სიმინდის სილოსი. ექსპერიმენტის მიზანი იყო შეგვედარებინა ადგილობრივი და უცხო ჯიშის სიმინდის მწვანე მასის მოსავლიანობა, რათა გაგვეგო რამდენად რენტაბელურია ჩვენი რეგიონის პირობებში ამ ჯიშების წარმოება.
სიმინდის სათესლე მასალა მოგვაწოდა Finexcoop Georgia . მადლობა მათ თანამშრომლობისთვის.
GBDC- ის საკვებწარმოების ტექნიკოსისგან ფერმერებმა მიიღეს რეკომენდაციები სიმინდის წარმოების ყველა ეტაპზე.