კარგი პრაქტიკა




სათიბის განოყიერება პირუტყვის შარდით


სათიბის განოყიერება პირუტყვის შარდით

2023 წელს სოფელ ხარჯამში "ერთობას"წევრ ფერმერთან, განხორციელდა ექსპერიმენტი "სათიბის განოყიერება პირუტყვის შარდით".
საექსპერიმენტო ნაკვეთი გაიყო 4 ნაწილად, რომელიც განოყიერდა შარდის სხვადასხვა დოზით. შედეგები განისაზღვრა თივის მოსავლის რაოდენობით რომელიც მოცემულია ცხრილის სახით.
 
 
ჩვენს რეგიოში პირუტყვის შარდის შეგროვება და სასუქად გამოყენება სიახლეა. ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე ფერმერი გაგი კალანდაძე და GBDC-ის ტექნიკოსები სხვა ფერმერებსაც ურჩევენ აითვისონ ეს ორგანული სასუქი, რომლის გამოყენება ძალიან იაფი უჯდება ფერმერს და აქვს დადებითი ეფექტი მცენარის ზრდა-განვითარებაზე.